სიახლე

1 დეკემბერი 2011 წ.
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპრტამენტის საფინანსო,საბანკო და სადაზღვევო საქმის მიმართულების ბაზაზე შეიქმნა საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიების დეპარტამენტი. საბანკო ტექნოლოგიების სამეცნიერო სასწავლო საწარმოო ლაბორატორია დაექვემდებარა საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა სრული პროფესორი ანტონ ინგოროყვა

5 ნოემბერი 2011 წ.

    ლაბორატორიამ წარმატებით განახორციელა  Google Apps სერვისის და სწავლების მმართვის ელექტრონული სისტემის Moodle –ის ინტეგრაცია. სტუდენტებმა შესაძლებლობა მიიღეს ერთობლივად გამოიყენონ ორივე სერვისის უპირატესობები, კერძოდ გამარტივდა ორივე სისტემის რესურსებთან წვდომა. მომხმარებლების სააღრიცხვო ჩანაწერების გაერთიანება სტუდენტებსა და მასწავლებლებს საშუალებას აძლევს მომხმარებლის სახელის და პაროლის შემოწმება ორივე სისტემისათვის გაიარონ ერთხელ.    


10 დეკემბერი 2010 წ.
საბანკო ტექნოლოგიების სასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორია გახდა გლობალური საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების კორპორაცია VMwere-ის წევრი.. ამ წევრობით კათედრის თანამშრომლებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ პროგრამული პროდუქტის გამოყენება, რომელიც შემუშავებულია VMwere Inc-s მიერ, როგორიცაა VMware eLearning, VMware Player 3, VMware Workstation 6.5 და 7 VMware ESX vSphere 4 გაფართოებული, VMware vCenter Lab მენეჯერი 4.0, VMware vCenter სერვერი პირობით, VMware vSphere ESXi სერვერი. VMware Inc წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ვირტუალიზაციისა და ღრუბლური ინფრასტრუქტურის დარგში, აწვდის მომხმარებელს პრაქტიკაში აპრობირებულ გადაწყვეტილებებს, აჩქარებული IT მიიღწევა სირთულის შემცირების ხარჯზე და უზრუნველყოფს უფრო მოქნილ, სწრაფ მომსახურებას.
  
18 ნოემბერი 2010 წ.
2010 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო–საბანკო და სადაზღვევო მიმართულების, საბანკო ტექნოლოგიების ლაბორატორიას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უსასყიდლოდ, უვადოდ, ბალანსიდან ბალანსზე გადასცა ორი ცალი მძლავრი სერვერი DELL 6800 და HP ML 570 G2 . აღნიშნული ტექნიკის ექსპლუატაციაში გაშვება შესაძლებლობას მოგვცემს სტუდენტებს გავაცნოთ თანამედროვე ფინანსური საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები. ყოველივე ეს ურთიერთ სასარგებლო იქნება როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე ფინანსთა სამინისტროსათვის.

 
24 
 მარტი 2010 წ.
საბანკო ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიამ „ვითიბი“ ბანკი (ჯორჯიას) მხარდაჭერით და სპონსორობით მიიღო უფლება გახდეს კორპორაცია Microsoft -ის აკადემიური ალიანსის წევრი, რომლიც შესაძლებელს ხდის სასწავლო მიზნებისთვის უსასყიდლოდ გამოვიყენოთ კორპორაცია Microsoft -ის 300-ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების ლიცენზირებული პროდუქტი. მათ შორის ოპერაციული სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების თანამედროვე საშუალებები, სხვადასვა სერვისული სისტემები. 
შეთანხმების ფარგლებში ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც ინსტიტუტის სასწავლო დანიშნულების არაკომერციულ კლასებსა და ლაბორატორიებში, ასევე პროფესორ მასწავლებელთა და ინსტიტუტში სწავლების პერიოდში სტუდენტების სახლის კომპიუტერებზე.

 
19 
 მარტი 2010 წ.
საბანკო ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია ჩაერთო უმაღლესი სასწავლებლებისთვის კორპორაცია Google-ის მიერ შემოთავაზებულ სერვისების პაკეტში "Google Apps Education Edition". სერვისის ეს პაკეტი სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს Google-ის ინფორმაციული რესურსით, გაცვალონ ერთმანეთთან ინფორმაცია, აწარმოონ ერთობლივი სამუშაო, დაგეგმონ და გააკონტროლონ საკუთარი დროითი რესურსი, შექმნან და შეინახონ დოკუმენტები, ცხრილები, პრეზენტაციები და ცოდნის შეფასების ტესტები, როგორც პერსონალური კომპიუტერიდან ასევე მობილური ტელეფონიდან.
სერვისის თითოეული მომხმარებელს მიეცემა საფოსტო მისამართი, რომელიც სტუდენტებს სწავლების დასრულების შემდეგაც შეუნარჩუნდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც მიიღო "Google Apps Education Edition" სერვისი.
 
11 მარტი 2010 წ.
პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანია DocsVision -სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება დოკუმენტებისა და ბიზნეს-პროცესების მართვის სისემების შესწავლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ. ამ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესწავლისა და დემონსტრირების მიზნით გადაეცა DocsVision სისტემის აქტუალური ვერსია შესაბამისი დოკუმენტაციითა და ლიცენზიით «DocsVision 4,3 გაფართოებული რედაქციით 25 მომხმარებელზე». სისტემა DocsVision-ის სწავლა დაიწყება ახალი სასწავლო წლიდან.
 
 მარტი 2010 წ.
სტუ-ში საბანკო ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია შეიქმნა
ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო საქმის მიმართულებასთან ჩამოყალიბდა საბანკო ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია.  „ვითიბი“ ბანკი (ჯორჯიას) დახმარებით ლაბორატორია აღიჭურვა სათანადო ტექნიკური საშუალებებით. კომპანიამ “Altasoftware” ლაბორატორიას სათანადო ლიცენზიებთან ერთად, უსასყიდლოდ გადასცა საოპერაციო დღის სისტემა.
ლაბორატორიაში შექმნილი თანამდეროვე საბანკო დაწესებულების სრული მოდელი და საბანკო IT ინფრასტრუქტურის ავტომატიზებული მართვის სისტემა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს რეალურ სისტემაში პრაქტიკულად განახორციელონ სხვადასხვა საბანკო ოპრაციები.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტიპის ლაბორატორია უნიკალურია საქართველოში